02:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-21 16:51:53, 1526 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: ვერავინ შეძლებს რუსეთის დაშინებას

„ვერავინ შეძლებს რუსეთის დაშინებას, შეჩერებასა და იზოლაციას.  ეს არასდროს არავის გამოუვიდა და არც გამოუვა“,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების სამსახურის თანამშრომლების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს  ყველა იმ მუქარას, რაც მათ სუვერენიტეტს, სტაბილურობასა და საზოგადოების უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

„კეთდება ღია განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთმა საფასური უნდა გადაიხადოს თავისი დამოუკიდებელი პოზიციისთვის, თანამემამულეების მხარდაჭერისთვის, ყირიმისთვის, სევასტოპოლისთვის, ხანდახან კი მგონი იმისთვისაც, რომ ვარსებობთ. აშკარაა, რომ ვერავინ შეძლებს რუსეთის დაშინებას, შეჩერებასა და იზოლაციას. ეს არასდროს არავის გამოუვიდა და არ გამოუვა. ამასთან ჩვენ გარკვეული სირთულეების გადასალახავად  მზად უნდა ვიყოთ და ყველა იმ მუქარას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს სტაბილურობასა და საზოგადოებას, შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ“,-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics