13:57 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 16:06:02, 1161 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters - პუტინისთვის რთულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამჟამინდელი ფორმით მიიღოს

პუტინისთვის რთულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამჟამინდელი ფორმით მიიღოს, - ამის შესახებ რუსმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს ანონიმურობის დაცვით განუცხადა.

რუსმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად გარკვეული გარანტიები უნდა მიიღოს.

„პუტინისთვის რთულია ეს მისი ამჟამინდელი ფორმით მიიღოს. პუტინი ძლიერ პოზიციაშია, რადგან რუსეთი წინ მიიწევს“, - განაცხადა რუსმა ოფიციალურმა პირმა.

ამასთან, რუსი ოფიციალური პირის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერმა შეთანხმებამ ბრძოლის ველზე რუსეთის წინსვლა უნდა გაითვალისწინოს.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, თუ რუსეთიც იმავე ნაბიჯს გადადგამს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics