2025-02-23 11:57:25, 399 ნახვა
საზოგადოება
დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება
გურიაში არსებული უამინდობისა და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება
24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი
24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი
24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.
შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც“ — აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში
ავტორი: ექსპრესნიუსი,