2025-02-21 21:06:18, 625 ნახვა
საზოგადოება
„თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“ – აქცია რუსთაველის გამზირზე 86-ე დღეა მიმდინარეობს - ვიდეო
„თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“ - ტრადიციულად მოქალაქეები ამ მოწოდებით, რუსთაველის მთავარ გამზირზე 86-ე დღეა იკრიბებიან. საქართველოს მოქალაქეები დაკავებულ ადამიანებს უცხადებენ სოლიდარობას. პარალელურად, სხვადასხვა ლოკაციებიდან საპროტესტო მარშები დაიძრა, რომლებიც ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მარშის მონაწილეებს ხმლით შეარაღებული უცნობი პირები მიუვარდნენ და მომიტინგეებს ემუქრებოდნენ, პოლიცია რომელიც ადგილზე იმყოფებოდა , დაკავების ნაცვლად ისინი მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიას გაარიდეს.
მოთხოვნები მოქალაქეებს უცვლელიაქვთ: დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და უპირობოდ გათავისუფლდნენ დაკავებულები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,