16:53 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 13:19:01, 651 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - არჩევნები საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება

არჩევნები საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.

„არჩევნები ომის ცხელი ფაზის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ჩატარდება. ჩვენ დემოკრატიას ვიცავთ და არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოდით გულწრფელები ვიყოთ: ახლა საომარი მდგომარეობის დასრულება ზუსტად ის არის, რაც პუტინს სურს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი ლეგიტიმურობის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ის პრეზიდენტად უკრაინელების 73%-მა აირჩია.

ამასთან, მისი თქმით, ომის დროს არჩევნების ჩატარება საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს.

„საქმე არა მხოლოდ იურიდიულ საკითხებს, არამედ ადამიანურ ფაქტორებსაც ეხება. როგორ მისცემენ ხმას ჯარისკაცები სანგრებში? ან მილიონობით უკრაინელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე? თუ მათ ხმას მნიშვნელობა აღარ აქვს? ან 8 მილიონი უკრაინელი რომელიც ომის გამო საზღვარგარეთ აღმოჩნდა?“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics