00:50 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 12:24:59, 891 ნახვა

კომენტარი
გიორგი მიქაუტაძე: საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის პრივილეგია არ არის

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის პრივილეგი არ არის, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიქაუტაძის თქმით, ეს თანამდებობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა.

„საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის პრივილეგია არ არის. პირველ რიგში ძალიან დიდი პოასუხისმგებლობაა. ძალიქნ ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ეს არისი დიდი გამოწვევა ჩემთვის. იმისთვის, რომ ამ საქმის კეთებას გავართვათ თავი“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თქვენს გადაწყვეტილებებზე იყო პრეტენზიები და რას უპასუხებდით? მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ ყველა ეს საკითხი გავლილია და ის სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ჩემი ყველა გადაწყვეტილება არ მახსოვს. შენახულია არქივში და შეგიძლიათ გაეცნოთ“, - აღნიშნა მან.

ამასთან მიქაუტაძემ სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და დასძინა რომ ყველა საკითხი გამოსწორდება.

ჟურნალისტის კითხვაზე სამართლებრივად რამდენად სწორი იყო მამუკა ახვლედიანის სასამართლოდან დათხოვნა, უპასუხა, რომ „ეს არის საბჭოს გადაწყვეტილება და ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილებაა“, - დასძინა მან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics