06:37 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-11 16:23:33, 458 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ზელენსკი წერს, შეხვედრაზე განხილული მთავარი საკითხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნება იყო.

"ყველა ჩვენგანისთვის უკრაინაში, ყველაფერი, რაც ეხება პატიმრებსა და დეპორტირებულებს, რჩება უკიდურესად მტკივნეულ საკითხად. მოზრდილები და ბავშვები, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა ამჟამად რუსეთის ციხეებსა და ბანაკებში. გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ტყვეობაში მოკლეს უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა. ბევრი უკრაინელი ჟურნალისტისთვის, ვინც ვიქტორიას იცნობდა, მისი სიკვდილი ნამდვილი დარტყმაა. და რუსულ ტყვეობაშია ჯერ კიდევ ბევრი სხვა ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, ოკუპირებული ტერიტორიის თემების ლიდერები, უბრალო ხალხიც კი, რომლებიც რუსული ოკუპაციის დროს დაიჭირეს",- წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, დღეს, 11 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონს შეხვდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics