02:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 11:02:19, 1066 ნახვა

რეგიონი
კასპში, სოფელ ოკამში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 296 მეტრი სიგრძის გზის ასფალტბეტონის საფარის დაგება.

„გზაზე ამჟამად რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს, რომლის სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად გაეცნო.

პროექტი რეგიონის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბესკო“ აწარმოებს.

პროექტის განხორციელება ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების დროს არსებულ პრობლემას მოუგვარებს და მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics