|
2023-10-09 15:13:43, 1014 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ბეტონზე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სპორტული მოედანი მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილესთან ზურაბ კოპაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან და ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, თამაზ ხუციშვილთან ერთად დაათვალიერა. "თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ მოედანზე დაგებულია მწვანე საფარი, განთავსებულია ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და მოეწყობილია გარეგანათება. სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და შპს „დანი ქონთრაქშენმა“ განახორციელა. სპორტული მოედანი, ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და დროის მიზნობრივად გამოყენებაში",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)