10:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 10:15:02, 1011 ნახვა

რეგიონი
ქედაში, ქონების მართვის ახალი პროგრამის პრეზენტაცია და ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით ტრენინგი გაიმართა

ქედაში, ქონების მართვის ახალი პროგრამის (eproperty) პრეზენტაცია და ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით ტრენინგი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, ტრენინგის მიზანს ქონების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დანერგვა წარმოადგენდა, რომელსაც ფასილიტაციას საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ხოსრუაშვილი უწევდა.

„შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ჯემალ ტაკიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის და მუნიციპალური ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ქედის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics