15:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 22:39:00, 1259 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა მოსახლეობას და ქალაქის ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიაყენა - ვიდეო

ბათუმში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა მოსახლეობას და ქალაქის ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიაყენა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, სახლებს სახურავები გადახადა და დააზიანა მსუბუქი ავტომობილები.

საგანგებო სიტუაციის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად ათეულობით შეტყობინება მისდით, მათი თანამშრომლები კი, ყველა შემთხვევაზე ახდენენ შესაბამის რეაგირებას.

"ძლიერმა ქარმა ბათუმის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემები შექმნა. სკვერებში, პარკებსა და ქუჩებში ხეები წაიქცა. წააქცია ავტობუსის მოსაცდელიც. გამწვანების სამსახური სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. რამდენიმე მისამართზე სახურავების გადახდის ფაქტებიც დაფიქსირდა, ადგილზე მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან, ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ", - აცხადებენ ბათუმის მერიაში. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics