|
2022-12-14 23:44:54, 2634 ნახვა
კომენტარი
ედუარდ სააკაშვილი - ტანჯვა, რომელიც მამაჩემმა განიცადა, რუსეთს საკმაოდ უხარია
პოლიტიკურად მას ყოველთვის ჰქონდა გარკვეული ორიენტაცია დასავლეთისკენ, რუსეთის წინააღმდეგ. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ის უკიდურესი ტანჯვა, რომელიც მან გასული წლის განმავლობაში განიცადა, რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საკმაოდ უხარია, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა. მისივე თქმით, რუსეთში მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობით სიამოვნებას იღებენ. მან დასძინა,რომ 2008 წლის ომის დროს,როდესაც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, და რუსეთის აზრით ის საკმარისად არ დასჯილა და სათანადო დასჯას ის ახლა ციხეში მიიღებს. "საქართველოს ისტორიაში პირველად, 2012 წელს მამაჩემმა ხელისუფლება არჩევნების გზით გადააბარა. მალევე მან ქვეყანა დატოვა, რადგან იცოდა, რომ ახალი ხელისუფლება დაიწყებდა მის დევნას და ჩასვამდა ციხეში. მათ არა ერთი საქმე აღძრეს, რომელსაც "უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას" უწოდებდნენ. ეს არ არის საერთაშორისოდ აღიარებული, მამაჩემი მუშაობდა ევროპასა, აშშ-ში და ექსტრადიციას პრობლემა და საფრთხე არასდროს ყოფილა. მხოლოდ იმიტომ რომ ის უკან დაბრუნდა მათ შეძლეს დაეკავებინათ იმ ბრალდებებით, რომლებიც არსად აღიარებული არაა საქართველოს გარდა. ის ახლა უკრაინის მოქალაქეა, დაკავებამდე პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლად მუშაობდა. პოლიტიკურად მას ყოველთვის ჰქონდა გარკვეული ორიენტაცია დასავლეთისკენ, რუსეთის წინააღმდეგ. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ის უკიდურესი ტანჯვა, რომელიც მან გასული წლის განმავლობაში განიცადა, რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საკმაოდ უხარია. მე არ მინდა ვთქვა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ციხეში ჩაესვა. ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, მაგრამ თუ ნახავთ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას, რომელიც მამაჩემის მდგომარეობას აშუქებს, ფაქტია, რომ იქ ეს უხარიათ. [მისი ამჟამინდელი მდგომარეობით და იმით, რომ ის ციხეშია] ისინი სიამოვნებას იღებენ. 2008 წლის ომის დროს, როცა მამაჩემი პრეზიდენტი იყო, საქართველო იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, შეიძლება მათ იფიქრეს, რომ ის ამისთვის ბოლომდე არ დასჯილა და ახლა ამის მისაღწევად არსებობს გზა", - თქვა ედუარდ სააკაშვილმა.
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)