14:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 17:05:49, 660 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: კახა ნაკანის მიმართ ბრალი არარეალურია

თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსის კახაბერ ნაკანის ადვოკატი კახა შონია მოდულის შენობაში მივიდა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფია მოთავსებული.
როგორც შონია ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, ნაკანი პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, რადგან ის არარეალურია.
„კახაბერ ნაკანი ბრალს არ აღიარებს, რადგან ის არარეალურია. ამჟამად საქმესთან დაკავშირებული სისხლის სამართლის მასალები არ გადმომცემია.ვფიქრობ, მასალები მოცულობითი იქნება“, – აღნიშნა კახა შონიამ.
მისივე ინფორმაციით, კახაბერ ნაკანი და ირაკლი ფირცხალავა ჯერ არ დაუკითხავთ.
ცნობისთვის, ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე, პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 პირი დააკავა. მათ შორის არის კახა ნაკანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics