11:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-23 13:44:52, 885 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე - კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს

კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ერთ რამეში, ფეხბურთის თამაშში აჯობებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში კალაძეს არაფერი გაუკეთებია და ის პოლიტიკურ თამაშში დამარცხებულია.

„კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ერთ რამეში, ფეხბურთის თამაშში აჯობებს, თუმცა, ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს, რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კალაძე დამარცხებულია. 4 წელი არაფერი გაუკეთებია. ნახატებს აჩვენებდა კომპიუტერული გრაფიკით, თუ რამდენი ხიდი აშენდებოდა, როგორ ააყვავებდა „ლაგუნა ვერესთან“ გარემოს, როგორ გააკეთებდა კარგ გზებს, ეს ნახატები ნახატებად დარჩა, სად არის ხიდი? 30 წელია ხიდი არ აშენებულა. მხოლოდ „მშვიდობის ხიდი“ აშენდა, ისიც ჩვენი ხელისუფლების დროს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, კახა კალაძე წარადგინა. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტია ოპოზიციის ნაწილთან ერთად დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics