23:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-23 12:38:03, 1383 ნახვა

სამხედრო
უკრაინელი სამხედროები Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში გემით ჩამოვიდნენ

მრავალეროვნულ სწავლებაში Agile Spirit 2021 მონაწილე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები საზღვაო გზით საქართველოში სრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ. -ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი სადესანტო ხომალდი „იური ოლეფირენკო“ და საპატრულო კატარღა „სტარობილსკი“ დილით ფოთის ნავსადგურში შემოვიდა. უკრაინელი სამხედროების ტრანსპორტირებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზასა და ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე უზრუნველყოფს.

,,საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2021 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნები სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, საველე ბანაკ სორტაში, ორფოლოს პოლიგონზე, ასევე ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება. ’’ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics