|
2021-06-27 11:44:20, 873 ნახვა
კომენტარი
კარლ ჰარცელი - აღვნიშნავთ ასოცირების შეთანხმების მე-7 წელს, რომელიც ჩვენი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია
„აღვნიშნავთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების მე-7 წელს, რომელიც ჩვენი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და საქართველომ უნდა გააგრძელონ ერთობლივი ძალისხმევა ურთიერთობების მეტად დასაახლოებლად. „ჩვენ აღვნიშნავთ მე-7 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა, რომელიც ჩვენი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკური დოკუმენტია, ის ასახავს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. იგი წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული. გილოცავთ იუბილეს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს! იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და მომავალ წლებში კიდევ უფრო დაახლოებისათვის“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)