12:24 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-25 12:54:13, 438 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ - ხელისუფლება მზად არის საქმიანი დიალოგისთვის, თუმცა ქუჩების ბლოკირებით ეს ძალიან გაჭირდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება „ნამახვანჰესის“ პროტესტის მონაწილეებთან საქმიანი დიალოგისთვის მზად არის.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის გახსნის მოლოდინში ქუჩების ბლოკირება და პარალიზება აბსოლუტურად მიუღებელია.

„ხელისუფლება არის მზად დიალოგისთვის, კონკრეტული საქმიანი საგნობრივი დიალოგისთვის პროექტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს დიალოგი და კომუნიკაცია არ უნდა გასცდეს თვითონ პროექტს და ენერგეტიკის დარგზე საუბარს, არ უნდა გადავიდეს რადიკალიზმში, მაგრამ კვლავაც ვადასტურებ, რომ შექმნილია ძალიან კარგი საქმიანი პლატფორმები, სადაც ასეთი ტიპის საკითხები უნდა ირჩეოდეს და განიხილებოდეს ექსპერტების თანდასწრებით, ეს არის ექსპერტთა საბჭოს შექმნის მოწოდება და ყველა კვლევის განხილვა, საერთაშორისო მედიატორების და ენერგეტიკული გაერთიანებების ჩართულობის ფორმა. ასევე ჩვენი ხელისუფლების ნებისმიერი შტო მზად არის, კონკრეტულად საქმიან სამუშაო ჯგუფებში კონკრეტულ ექსპერტთა წარმომადგენლებთან ნებისმიერი საკითხი განიხილოს. ეს რა თქმა უნდა, ძალიან გაჭირდება ქუჩაში ბლოკირებით, პარალიზებით და ა.შ, რაც ტურისტებისა და ეკონომიკის გახსნის მოლოდინში არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics