2021-04-09 20:28:51, 575 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ კომენდატის საათის მოხსნა ჯერჯერობით არ იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ კომენდატის საათის მოხსნა ჯერჯერობით არ იგეგმება.
ამის შესახებ გაბუნიამ საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ შემთხვევები იმატებს და დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადაცდა.
„ჩვენი დღევანდელი მდგომაროება ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ არსებული შეზღუდვები მათ შორის კომენდატის საათი შევამსუბუქოთ, რადგან შემთხვევები იმატებს და დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადაცდა.
რაც იმას ნიშნავს, რომ მაჩვენებელი იზრდება. კომენდატის საათი ანუ ღამის საათებში შეზღუდვა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც ბევრი ევროპული ქვეყანა იყენებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,