15:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 13:05:40, 9532 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 24 პაციენტის პასუხი უარყოფითია

კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 24 პაციენტის ტესტის პასუხი უარყოფითია, ხოლო ერთის პასუხს დღის განმავლობაში ელოდებიან.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 46 პაციენტი იმყოფება, საიდანაც ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი.

„25 სინჯი იყო გაგზავნილი pcr კვლევაზე, 24 პასუხი მოსულია და ყველა უარყოფითია. ერთი პაციენტის კვლევა გრძელდება. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში. მძიმე პაციენტი ასაკიანი ქალბატონია, არის პნევმონიაა, სეპტიური მდგომარეობა და პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. გადაყვანილი იქნება ზოგადი პროფილის კლინიკაში. მასთან პასუხი უარყოფითია.

კლინიკიდან ის პაციენტები ეწერებიან, რომლებსაც მხოლოდ ტემპერატურული რეაქციები – 37,1; 37,2 აღენიშნებათ, რომლებთანაც არ იქნა ნანახი ინფექციის წყარო და კერა, პლიუს კოვიდდაავადება გამორიცხა“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics