2015-07-24 13:42:19, 754 ნახვა
ეკონომიკა
დავით ნარმანია: თბილისის მოსახლეობას ტარიფების ზრდა არ შეეხება
თბილისის მერის დავით ნრმანის განცხადებით, თბილისის მოსახლეობას ტარიფების ზრდა არ შეეხება.
თუმცა მისივე მტკიცებით, იმ ოჯახებს, რომლებსაც კომუნალური გადასახადის გადახდის პრობლემა ექნება, თბილისის მერია აუნაზღაურებს.
„თბილისის მოსახლეობას არანაირად არ შეეხება ტარიფების ზრდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ იხდიან შესაბამის გადასახადს, მათ მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში და ჩვენ ავუნაზღაურებთ. სემეკის მიერ როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საერთო პოლიტიკის ფარგლებში თბილისის მერია მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ არცერთ ოჯახს არ შეექმნას კომუნალური გადასახადის პრობლემა“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან