10:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 18:00:37, 672 ნახვა

ეკონომიკა
ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიას 55 მილიონამდე ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება

ქართულ ბაზარზე არსებულ ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო სანქციები დაეკისრება.

კონკურენციის სააგენტომ 2014 წლის 12 ნოემბერს დაწყებული საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) სასაქონლო ბაზრის მოკვლევა დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, „ვისოლს“, „სოკარს“, „რომპეტროლს“, „გალფს“ და „ლუკოილს“ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო ჯამში 55 მილიონამდე ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ. ვისოლი - 10,426 393 ლარი, ლუკოილი (4, 740 260), სოკარი (14 381 385), რომპეტროლი (10 885 806) და გალფი (11 267 384). ამასთან, ჯარიმები დაეკისრა შემდეგ კომპანიებს: შპს „L იოლი“, შპს „ითი აი“ შპს „ბინული 1“. მოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვით, ანოტაციის სახით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (10 დღე) გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics