21:34 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-16 11:03:54, 642 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები კომერციული საიდუმლოებაა და მთავრობას ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება

„კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები კომერციული საიდუმლოებაა და მთავრობას კომერციული ბანკების ტრანზაქციებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, მთავრობას ბანკების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და პროცესები შესაძლოა, ხელოვნური და პოლიტიკურიც იყოს.

"საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეს კომერციული საიდუმლოებაა და ფინანსთა სამინისტროს, მთავრობას ხელი არ მიუწვდება აღნიშნული ტიპის ინფორმაციაზე. შესაბამისად, მე ვერავითარ უფლებას ვერ მივცემ ჩემს თავს, რომ კომენტარი გავაკეთო იმ საკითხზე, რომელზეც ინფორმაცია არ მაქვს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ ლარის გაუფასურების პროცესში რეზერვების გამოყენების თემას, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს უწყების ექსკლუზიური უფლებაა.

„მე თავს ვიკავებ ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე საუბრისგან, ვინაიდან ეს არის მათი ექსკლუზიური უფლება. ჩემთვის, მოსახლოებისთვის, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანი ამოცანააა, რომ ის, რაც ხდება ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით, შეწყდეს, ლარი დასტაბილურდეს და გამყარდეს კიდეც“, - განაცხადა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics