14:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 18:27:03, 1577 ნახვა

Lifestyle
ირმა ინაშვილი: ცუდად დამთავრდება ეს ფარისევლობა

„ცუდად დამთავრდება ეს ფარისევლობა, როგორც ნაცისტებისთვის, ისე ოცნებისთვის, რომელიც NDI- ისა და IRI-ის ტყუილის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს“, – ასე აფასებს „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი NDI–ის პოლიტიკური რეიტინგების კვლევის შედეგებს.  

ინაშვილი ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.   

„გამოკითხულთა 30%- ს, თურმე, სააკაშვილი მოსწონს... 44%- ს კი, დათუნა ბაქრაძე... ყველაფერში მართალი ვარ, რასაც ვამბობ: აღარ იციან, როგორ გააცოცხლონ და დააბრუნონ... მაგრამ გეუბნებით: ცუდად დამთავრდება ეს ფარისევლობა როგორც ნაცისტებისთვის, ისე ოცნებისთვის, რომელიც არაფერს აკეთებს NDI- ისა და IRI-ის ტყუილის შესაჩერებლად. გატრუნული ზის და სიამოვნებს თავისი 24%-ი... საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რასაც მიზანმიმართული ხასიათი აქვს, დანაშაულია... ისხედით, ახლა, და დატკბით თქვენი 24%- იანი "მიღწევით"“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

ცნობისთვის, დღეს NDI–მ მედიას პოლიტიკური რეიტინგების კვლევის შედეგები გააცნო.
კვლევის თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს. პრეზიდენტის საქმიანობა გამოკითხული მოსახლეობის 52%–ს მოსწონს. 
ოპოზიციური პარტიის წევრებს შორის ლიდერობს ირაკლი ალასანია 51%–ით, მას კი 44%–ით  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე მოსდევს. მიხეილ სააკაშვილი  გამოკითხულთა 30%–ს მოსწონს. ირმა ინაშვილი კი 26%–ს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics