10:42 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 13:30:06, 790 ნახვა

რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტში ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ გორის მუნიციპლიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას გააცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად  ახორციელებს,  რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. 

უწყების ინფორმაციით, ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და  მფლობელობაში გააჩნიათა არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული. 

იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და  შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, ასევე  სხვა საჭირო ინვენტარი.

როგორც გიორგი მიშელაძემ აღნიშნა,  „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის  გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს.

 პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია  დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის  ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება. 

სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე 29 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ერთ მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics