11:18 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 12:01:06, 568 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობენ

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობენ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამების განხორციელება და სამომავლო თანამშროლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ვიცე-პრეზიდენტმა, დიმიტრის ციცირაგოსმა (Dmitris Tsitsiragos) ქ. ვაშინგტონში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე.

მხარეებმა ასევე საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, IFC-ის მიერ ქვეყანაში გამოშვებული ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ისაუბრეს.

ამასთან, შეხვედრისას, ხაზი გაესვა ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორში IFC-ის ჩართულობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ორივე მიმართულებით IFC წარმატებით თანამშრომლობს ქართულ მხარესთან, ასევე გამოითქვა დაინტერესება გაიზარდოს  IFC-ის მხარდაჭერა ეკონომიკის რეალურ სექტორში. 

როგორც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა,   საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები სამაგალითოა სხვა ქვეყნებისათვის და კორპორაცია განიხილავს დამატებითი პროექტების მხარდაჭერის შესაძლებლობას.

ამერიკის შეერთებულ შტაბებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, მათ შორის, მსოფლიო ბანკის უფროს ვიცე-პრეზიდენტთან, კაილ პიტერსთან და ვიცე-პრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით ლორა თაკთან.

„შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია და აღნიშნული  სტრატეგიული მიმართულების გაძლიერებისთვის გასატარებელი ღონისძიებები. ასევე, განიხილეს საქართველოში მსოფლიო ბანკის პროგრამების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს სრული მხარდაჭერა მომავალი თანამშრომლობის კუთხით და აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია კვლავ გააგრძელებს ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი რეფორმების და საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics