2017-05-26 14:35:02, 941 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ ცხინვალს ახალი დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დიმიტრი მედოევი დანიშნა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებული, 2002-2008 წლებში ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი და რუსეთის ფედერაციაში ე.წ. სპეციალური წარმომადგენელი იყო. 2008-2015 წლებში მოსკოვში ცხინვალის ე.წ. ელჩიც იყო.
2012 წელს დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა და კრემლის ფავორიტადაც სახელდებოდა.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ე.წ. პოსტზე დიმიტრი მედოევმა მურატ ჯიოევი შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ ანატოლი ბიბილოვმა დე-ფაქტო იუსტიციის მინისტრად ზალინა ლალიევა დანიშნა. მანამდე ე.წ. უწყებას მარინა ბესტაევა ხელმძღვანელობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან