2017-05-12 17:14:25, 684 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პარლამენტის პრეზიდიუმმა „პრემიერის“ პოსტზე ერიკ პუხაევის კანდიდატურას მხარი დაუჭირა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის პრეზიდიუმმა „პრემიერ-მინისტრის“ პოსტზე ერიკ პუხაევის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ „სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული კანდიდატურა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა წარადგინა.
მედიის ცნობით, პუხაევი ამ ეტაპზე დე-ფაქტო ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელია.
ერიკ პუხაევის „პოსტზე დამტკიცება“ ორშაბათს, დე-ფაქტო საპარლამენტო სესიის დღის წესრიგში დგას.
ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა 24 აპრილს „გადადგა“, მას შემდეგ რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის პოსტი ანატოლი ბიბილოვმა დაიკავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან