09:10 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 15:43:42, 853 ნახვა

რეგიონი
პოლონელი ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებიდან პრესტურების ორგანიზებას აგრძელებს.

ამჯერად, აჭარაში პოლონელი ჟურნალისტები იმყოფებიან. რეიტინგული მედია საშუალებების ჟურნალისტები აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან. სამდღიანი ვიზიტისას ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ, ეწვევიან მტირალას ეროვნულ პარკსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. ასევე გაეცნობიან რეგიონის კულტურულ-ისტორიულ წარსულს გონიოს ციხე სიმაგრესა და მუზეუმებში. ისინი ადგლობრივ სამზარეულოსაც დააგემოვნებენ და მათი მომზადების მასტერკლასებს გადაიღებენ. ჟურნალისტების მიერ მომზადებული სტატიები და რეპორტაჟები ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებამდე პოლონურ მედიაში გამოქვეყნდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს ჯამში 32 პრესს და ინფო ტურის ჩატარებას გეგმავს, რომლის დროსაც რეგიონის ტურისტულ შესაძლბელობებს ტუროპერატორები და ჟურნალისტები გაეცნობიან.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics