14:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 11:06:01, 939 ნახვა

სამხედრო
V ქვეითი ბრიგადის ასეული ერთთვიან საველე მომზადებას ასრულებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის ასეული ერთთვიან საველე მომზადებას ასრულებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გეგმიური წვრთნა ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობს და მასში 115 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

საველე-ტაქტიკური მომზადების დროს სამხედრო მოსამსახურეები რეკოგნოსცირების ოპერაციებში, კონტაქტზე რეაგირებაში, სათვალთვალოების მოწყობასა და ტოპოგრაფიაში ემზადებიან.  ჯარისკაცებმა წვრთნები დღისა და ღამის ნავიგაციაშიც  გაიარეს.

სწავლების დასკვნით ფაზაზე შემაჯამებელი წვრთნა გაიმართა. სწავლება იმიტირებული სცენარის მიხედვით ჩატარდა. V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანა შეასრულეს.

სწავლების ბოლო დღეს ქართველი სამხედროები ოსიაურიდან გორის მიმართულებით ტაქტიკურ მარშს განახორციელებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics