14:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 15:33:24, 1341 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობას“: დღეს სასამართლოს ვეღარ აკონტროლებთ და დაზაფრულები ხართ

„ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე ვფიქრობ და ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი. „რუსთავი 2“-ის გარდა სხვა არხებსაც თუ მოუსმენთ, იქნებ  უკეთ გაიგოთ რომელმა მინისტრმა რა თქვა“, - ასე უპასუხა იუტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელენე ხოშტარიას კითხვას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს და მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას ეხებოდა.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ მას არც „რუსთავი 2“-ის და არც მისი მოწინააღმდეგის ბედი აინტერესებს.

„ის გადაწყვეტილება რაღაცნაირად დახუნძლული მომეჩვენა, რომ იყო სტრასბურგის  ზედმეტი ქეისლოთი  და მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურებოდა. ბოდიშიც მოვიხადე, რომ ვაფასებ სასამართლო გადაწყვეტილებას და  ისიც ვთქვი, მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე უკეთეს გადაწყვეტილებას დავწერდი მეთქი.  სასამართლო  გადაწყვეტილებების წერა ვიცი კარგად, ათი წელი სტრასბურგში ამას ვაკეთებდი.  აქედან გამომდინარე  არ ვიცი რა გიპასუხოთ, „რუსთავი 2“ -ის ბედი არ მაინტერესებს, არც მისი მოწინააღმდეგე მხარის ბედი მაინტერესებს, სასამართლოშია ეს დავა ყველამ თავის ადვოკატს და მის გაძლიერებას უნდა მიხედოს“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი დღეს საერთო სასამართლოებს ვერ აკონტროლებენ.

„ მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ ვერ აკონტროლებთ საერთო სასამართლოების სისტემას, ეს ძალიან დიდი ტკივილია თქვენთვის.  რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს,  ასევე ვიზიარებ თქვენს  მწუხარებას, რომ ვერ ათამაშეთ ბათუმში ბოლომდე საკონსტიტუციო სასამართლო  თქვენს ჭკუაზე და ის გეგმა ვერ განახორციელეთ, რომ არჩევნების შედეგებით საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აგეყირავებინათ  ქვეყანაში სიტუაცია. მე დღეს მესმის, რომ თქვენ სასამართლოს ვეღარ აკონტროლებთ  და ხართ დაზაფრულები. კიდევ ბევრი მიზეზი გაქვთ, რომ იყოთ  დაზაფრულები  და ახლა „ოცნების“ მინისტრობის კანდიდატებზე თავდასხმით უმტკიცებთ ვიღაცას ოდესაში, რომ  ის „ნაციონალები ხართ“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics