21:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 11:44:12, 1119 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: დიასპორის თემა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტების ნუსხიდან არ გაქრება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, დიასპორის თემებზე მუშაობა მთავრობისთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა,  მთავრობის პრიორიტეტების ნუსხიდან  ეს თემა არც გაქრება  და ამ საკითხის მართვას სათავეში საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაუდგება:

„მრავალი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი,  ვმუშაობდი საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვიყავი ქართული დიასპორის ნაწილი. აქედან გამომდინარე, როგორც ამ დიასპორის ყოფილი წევრი, მნიშვნელოვნად ვთვლი, რომ  მთავრობის პრიორიტეტად დარჩეს დიასპორის თემებზე მუშაობა  და ეს უბრალოდ თემა კი არ იყოს, არამედ პრიორიტეტი, როგორც ეს აქამდე იყო და ამ მხრივ,  გელა დუმბაძემ ძალიან დიდი სამუშაო გაწია, როდესაც  თვითონ ჩადიოდა დიასპორასთან და საქართველოდან  პირველი ხელიდან ინფორმაცია ჩაჰქონდა და მათგან მოჰქონდა პრობლემების შესახებ ინფორმაცია. სწორედ ასე დააყენა მან მთავრობის სხდომაზე საკითხი, რომელსაც ბატონმა კვირიკაშვილმა მაშინვე  მხარი დაუჭირა და განახორციელა, ეს იყო სახელმწიფოს მიერ გარდაცვლილთა დაფინანსების საკითხი და ბევრი სხვა  რომელიც დარგობრივი სამინისტროების დონეზე  გვარდებოდა, როგორც კი ბატონი გელა მათ ტკივილს მოიტანდა ჩვენამდე.

აქედან გამომდინარე, როგორც პრემიერმა დაადასტურა, ეს თემა არ გაქრება ჩვენი მთავრობის  პრიორიტეტების ნუსხიდან და საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაუდგება ამ საკითხის მართვას სათავეში, როგორც ეს მთავრობის მეთაურმა განაცხადა“, - აღნიშნა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics