19:22 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 13:14:13, 1177 ნახვა

კომენტარი
თამარ კორძაია ტრანსგერდერზე მომხდარ თავდასხმას საგანგაშოს უწოდებს

„ამ ქვეყანაში ძალადობა კატასტროფულ  ნიშნულამდე არის მისული და ის სწორედ სიძულვილით არის მოტივირებული“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ ტრანსგენდერზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კორძაიამ აღნიშნა,  საზოგადოებაში სიძულვილი ღრმად არის ფესვგადგმული.

„ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ მაშინ,  როდესაც ვიღაცას მოკლავენ ან ვიღაც სასიკვდილოდ არის განწირული და სიცოცხლის გადასარჩენად საავადმყოფოში იბრძვის. სხვა შემთხვევებში  არ გვახსოვს ტრანსგენდერი ადამიანები.  ისინი ძალადობის მსხვერპლნი ყოველდღე არიან. ყველაზე სამწუხაროა ის,  რომ სწორედაც ჯერ კიდევ მოქმედმა პარლამენტმა ვერ დაინახა , რომ ფემიციდი  სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია. ამის ფონზე, როდესაც ვლაპარაკობთ ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაზე, მგონი სიმართლესთან თვალის გასწორების  პერსპექტივა არ ჩანს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, ორთაჭალაში რამდენიმე დღის წინ 32 წლის მოქალაქეს ორმა პირმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics