01:42 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-15 22:46:45, 508 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების ყუთთან მისულმა უნდა იცოდე, ვის აძლევ ხმას

„არჩევნების ყუთთან მისულმა უნდა იცოდე ,ვის აძლევ ხმას,თუ გინდა ახალი უბედურება არ მიიღო“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 2030“-თან საუბრისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, საზოგადოებას შეუძლია ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, როგორიც მას სურს.

„ზოგიერთ ქვეყანაში, მე მგონი, კანონითაც კი სჯიან, ვინც არ მიდის არჩევნებზე, მაგრამ შეგნებითაც უნდა გააცნობიეროს თითოეულმა მოქალაქემ, რომ მას აქვს პასუხისმგებლობა, სახელმწიფო აღმშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს. ამისათვის აუცილებელია, კარგად ერკვეოდე პოლიტიკურ პროცესებში; აუცილებელია, მინიმუმი გააკეთო არჩევნების ყუთთან მისულმა იცოდე, ვის აძლევ ხმას, თუ გინდა, ახალი უბედურება არ მიიღო, მსგავსი იმისა, რაც ჩვენ გვქონდა უახლოეს წარსულში და ეს სამსახური, რაც გაგვიწია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან კარგია იმისთვის, რომ საზოგადოებამ დააჩქაროს შემეცნების და შეგნების გაზრდის პროცესი, თუ არ გინდა მიიღო კიდევ ისეთი უბედურება კეთილი ინებე პრპოცესებში ჩაერთე , მიაქციე ყურადღბა, ანალიზი მოისმინე და იაქტიურე“,-განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics