23:16 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-14 11:27:47, 653 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტებში ჩაერთვებიან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების ბენეფიციარები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტებში ჩაერთვებიან.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა  ნუგზარ კევლიშვილმა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ დანაშაულის პრევენციაზე მიმართული ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა-გახორციელებაზე, რათა ხელი შეუწყონ დანაშაულის პრევენციას ქვეყანაში.

როგორც იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ განაცხადა, ორივე ცენტრის მოქმედ პროგრამებში უამრავი გადაკვეთის წერტილია.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არასრულწლოვნებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და თავისუფალი დროის საინტერესოდ დაგეგმვა. გადავწყვიტეთ, რომ მეტად ვითანამშრომლოთ და მეტი კოორდინაციით უფრო ეფექტური გავხადოთ ერთობლივი საქმიანობაც“, - აღნიშნა ჯონი კვინიკაძემ.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ნუგზარ კევლიშვილის თქმით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის არასრულწლოვანი ბენეფიციარები სპორტულ და გამაჯანსაღებელ პროგრამებში აქტიურად ჩაერთვებიან. 

თანამშრომლობის მიზანია განრიდებისა და მედიაციის, ასევე  დანაშაულის  პირველი და მეორე დონის პრევენციის ახალგაზრდულ პროგრამებში ჩართული ბენეფიციარებისთვის პიროვნული, კულტურული და ფსიქო-სოციალური განვითარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics