21:37 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 11:23:39, 1039 ნახვა

კომენტარი
იმერლიშვილი: იმედი მაქვს, ნდობა, რომელიც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, ახალი მოსამართლეების მოსვლით აღდგება

დიდი იმედი მაქვს, რომ შერყეული ნდობა, რომელიც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, ახალი მოსამართლეების მოსვლით აღდგება, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად დანიშნულმა მოსამართლემ ირინე იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადო. 

ამასთან, იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, მოსამართლეები მხოლოდ სასამართლოს დარბაზებში ისაუბრებენ და არა  - საჯაროდ.

"იმედი მაქვს, აღარ იქნება ტელევიზიით საუბარი მოსამართლეების, არამედ მოსამართლეები ისაუბრებენ მხოლოდ დარბაზებში გადაწყვეტილების მიღებისას", - აღნიშნა იმერლიშვილმა.

ირინე იმელიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საქართველოს პრეზიდენტმა საკონტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა.

ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე გიორგი პაპუაშვილსა და კონსტანტინე ვარძელაშვილს შეცვლიან.

ცნობისთვის, პაპუაშვილი და ვარძელაშვილი ყოფილი პრეზიდენტის კვოტით იყვნენ დანიშნული და უფლებასმოსლების ვადა ამოეწურათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics