10:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-15 19:00:55, 875 ნახვა

სხვადასხვა
პოლონურ ქალაქ მილიჩსა და ქობულეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა დაიგეგმა

დღეს, ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა პოლონელ კოლეგებს უმასპინძლეს. სასტუმრო „ჯორჯია პალასში" ქ. ქობულეთის და ქ.მილიჩის ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები გაიმართა, რაც ამ ქალაქების შემდგომი დამეგობრების წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ქ.მილიჩის მერს წარუდგინა ის ძირითადი ტურისტული და ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელიც აჭარის ამ უმდიდრეს მუნიციპალიტეტს გააჩნია. შეხვედრის შედეგად განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობისათვის შერჩეული სფეროები: სოფლის მეურნეობა, კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები, პროფესიული გადამზადებები, ფრინველების ფესტივალში მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიები და ფრინველთა მიგრაციის ლოკაციები ქ.მილიჩისათვის განსაკუთრებით აქტუალურია, რადგანაც პოლონეთის ამ ქალაქში ტურისტებს სწორედ ამ მიმართულებით იზიდავენ. დაიგეგმა საპასუხო ვიზიტი ქ.მილიჩში, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ქობულეთსა და მილიჩს შორის ოფიციალურად გაფორმდება.

დღესვე, ოფიციალური დელეგაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და ქვემო სილეზიის მარშალის ხელმძღვანელობით აგრო-სერვის ცენტრს ესტუმრა, სადაც სტუმრებისათვის ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია და ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი მოეწყო. აღსანიშნავია, რომ პოლონური დელეგაცია რეგიონში საპასუხო ვიზიტით იმყოფება. მიმდინარე წლის 29 მარტიდან 1 აპრილამდე ქვემო სილეზიას აჭარის ა/რ მთავრობის დელეგაცია სტუმრობდა, რის შედეგადაც თანამშრომლობის მემორანდუმები ბევრი საინტერესო მიმართულებით გაფორმდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics