14:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 10:31:38, 857 ნახვა

სამართალი
შსს-მ სამთაწყაროში 2011 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2012 წლის 12 იანვრიდან განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1969 წელს დაბადებული ორუჯ ფ. საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ორუჯ ფ-მ 2011 წლის 24 დეკემბერს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1952 წელს დაბადებული ელბერდ ს. ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ 2012 წლის 11 იანვარს ორუჯ ფ-ს თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა.

ამ დროისთვის დაკავებული სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაშია მოთავსებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics