21:40 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-06 17:45:41, 1287 ნახვა

საზოგადოება
თიბისის დაფინანსებით თბილისში მონტესორის პირველი ბაღი გაიხსნა

თიბისის დაფინანსებით, მონტესორის პირველი ლიცენზირებული ბაღი - „მონტესორი უნივერსი“ - გაიხსნა. სასწავლო დაწესებულება საქართველოში ფრენშაიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში ამოქმედდა. ბაღი თბილისში, ლისის ტბასთან, მდებარეობს და 2.5-დან 6 წლამდე ასაკის 180 ბავშვს მიიღებს.

პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 4.7 მლნ. ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის დაფინანსება მილიონ ლარამდეა.

ბაღის შენობა დაპროექტდა და აშენდა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია ბავშვებზე, რათა მოსწავლეებმა დამოუკიდებლად საქმიანობა და თამაში შეძლონ. მასწავლებლები გადამზადებულები არიან აშშ-ში, მონტესორის სასწავლო ცენტრში.

თიბისისთვის პრიორიტეტულია თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ზოგადად, განათლების სფეროს მხარდაჭერა. ბანკი სექტორს აქტიურად აფინანსებს - ამ მიმართულებით თიბისის სასესხო პორტფელი 162 მილიონ ლარს შეადგენს. საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერით, თიბისი პარტნიორებთან ერთად საქართველოში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასა და განათლების მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics