12:14 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-16 18:36:29, 1630 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპთან შეხვედრისას განვიხილავ თავდაცვით პაკეტს, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზად არის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე იარაღის შესყიდვის საკითხს განიხილავს.

„დღეს ამერიკასთან ახალი დახმარების შესახებ არ ვსაუბრობთ. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის დროს განვიხილავ, არის თავდაცვის პაკეტი, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზადაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვენაში, ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ევროპასა და აშშ-ს შორის კავშირის შენარჩუნების მიზნით უკრაინამ და ევროპელებმა მუშაობა უნდა გააგრძელონ.

„ამით ყველანი დაინტერესებულები ვართ. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში კონტინენტი მეტ-ნაკლებად უსაფრთხო იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, კანადა ალბერტას შტატის ქალაქ კანანასკისში „დიდი შვიდეულის“ სამიტს მასპინძლობს. სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემები ისრაელ-ირანის კონფლიქტის ესკალაცია, რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა საკითხებია. კანადაში მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics