22:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-06 10:46:59, 1224 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკსა და TelAgri-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკი განაგრძობს აგრო სექტორის ხელშეწყობას და ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, საქართველოს ბანკსა და აგროტექნოლოგიურ პლატფორმა TelAgri-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. TelAgri ფერმერებსა და დარგის სპეციალისტებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ემსახურება. ხოლო თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს აგრო სექტორის განვითარებას ინდუსტრიული კვლევების, ერთობლივი სერვისებისა და პროდუქტების შემუშავების გზით.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ მიმართულებებზე:

  • ინდუსტრიული კვლევები და ანალიზი: წლიური/კვარტალური შეჯამება და პროგნოზირება, ბაზრისა და ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი, საერთაშორისო ბაზრებისა და მოხმარების ანალიზი, აგრონომიული, აგროტექნიკური და სხვა რელევანტური მიმართულებების ანალიზი და სხვა.
  • მრავალწლოვანი კულტურების პორტფელის გაჯანსაღება: მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, მეწარმეებისთვის სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება სპეციალური პირობებით, კალკულაციებისა და პროგნოზების ერთობლივად შემუშავება, პროექტების ანალიზი, სავეგეტაციო და აგროტექნიკური ფაზების იდენტიფიკაცია და სახელმძღვანელოების შემუშავება, პროექტების მონიტორინგი და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა.
  • საჯარო თანამშრომლობა: ერთობლივი ინდუსტრიული აქტივობების განხორციელება (შეხვედრები, საველე ვიზიტები, ტრეინინგები და სხვა).

„საქართველოს ბანკისთვის აგრო სექტორის მხარდაჭერა მრავალი წელია, პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ TelAgri-სთან თანამშრომლობას ვიწყებთ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აგრო სექტორის განვითარებაში და რისკების შემცირებაში. ამასთან, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ თანამშრომლობით, ჩვენ გავაძლიერებთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურას და გრძელვადიან პერსპექტივაში, თითოეული ფერმერისთვის ახალ შესაძლებლობებს შევქმნით“, - აცხადებს ნინო აფციაური, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

“ტელაგრში გვჯერა, რომ მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა აგრობიზნესს უფრო ეფექტურსა და მომგებიანს ხდის — როგორც ფერმერებისთვის, ისე ფინანსური ინსტიტუტებისთვის. სწორედ ამ რწმენით შევქმენით პლატფორმა, რომელიც ბაღებიდან მიღებულ ინფორმაციას ციფრულ მონაცემებად გარდაქმნის.

ჩვენი პლატფორმა ფერმერებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში მიიღონ სანდო ინფორმაცია საკუთარი მეურნეობის მდგომარეობის შესახებ, ხოლო ბანკებს — მიიღონ გააზრებული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

გვწამს, რომ ეს თანამშრომლობა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აგროსექტორის სტანდარტების განვითარებასა და გაუმჯობესებას - რეგიონის, კულტურისა და ჯიშის სპეციფიკის გათვალისწინებით. შედეგად, ფერმერები და ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ მოლოდინების უფრო ეფექტიან მართვასა და აგრობიზნესების მომგებიანობის ზრდას“, — აცხადებს ირაკლი ჩიქავა, ტელაგრის თანადამფუძნებელი და CEO.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics