|
2025-05-29 15:30:59, 848 ნახვა
სამართალი
ბაჩიაშვილის ადვოკატი - ინფორმაცია, რაც ბაჩიაშვილმა დღეს სასამართლოს მიაწოდა, სისხლის სამართლის არაერთი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
გიორგი ბაჩიაშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის გადმოაფრინეს თვითმფრინავის მეშვეობით თბილისში და დაასახელა თვითმფრინავის მოდელიც - ის აცხადებს, რომ მას [წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ] აღნიშნულ ტერიტორიაზე არაფერი ესაქმებოდა და არც ყოფილა - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებისა და საქართველოში ჩამოყვანის საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს. „დღეს გიორგიმ გააკეთა იმგვარი განცხადება, რაც შეიცავს სისხლის სამართლის არაერთი დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მან თავად მოსთხოვა მოსამართლეს, რომ მოხდეს ამ ფაქტზე რეაგირება. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავს შემთხვევაში, როცა მიიღებს პირისგან ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შესახებ, ვალდებულია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვოს გამოძიების დაწყება. ამას გარდა, ცხადია, ფაქტიდან გამომდინარე, რაც მოვისმინეთ, ჩვენ ცალკე მივმართავთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მოვითხოვთ გამოძიების ჩატარებას და ყველა იმ ფაქტის გადამოწმებას, რაზეც გიორგი ბაჩიაშვილმა ისაუბრა დეტალურად. რაც შეეხება სუს-ის პოზიციას, ის უნდა დააზუსტოთ სუს-ის წარმომდგენლებთან, თუმცა დღეს ჩემთან ერთად თქვენც მოისმინეთ, რომ ბაჩიაშვილიც აცხადებს, მას აღნიშნულ ტერიტორიაზე არაფერი ესაქმებოდა და არც ყოფილა. მკაფიოდ განაცხადა, რომ ის გადმოაფრინეს თვითმფრინავის მეშვეობით თბილისში და დაასახელა თვითმფრინავის მოდელიც. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტი მარტივად გადამოწმებადია, თუნდაც შესაბამისი ელექტრონული ბაზების მეშვეობით. როცა თვითმფრინავი ახორციელებს ფრენას, შესაბამის რადარებზე ხდება ამ ფრენების რეგისტრაცია. ინფორმაცია, რაც ბაჩიაშვილმა დღეს სასამართლოს მიაწოდა, არის გამოძიების დაწყების საფუძველი. მტკიცებულების მოპოვება არათუ კომპეტენციაა, ვალდებულებაა გამოძიების. სანამ გამოძიება არ დაიწყება, მხარეს არ წარმოადგენს ბაჩიაშვილი იმ კონკრეტულ საქმეზე. სანამ ვინმეს მიმართ დევნა არ იწყება, დაცვის მხარეს პროცესუალური უფლებები არ გააჩნია. ვერც ამოღებას, ვერც გამოთხოვას, სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობით ვერ გავაკეთებთ“,- განაცხადა მახარაშვილმა. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე. ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)