23:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-28 18:07:20, 1108 ნახვა

რეგიონი
შშმ პირთა მხარდამჭერი სერვისების ინტერაქციული გამოფენა გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების ინტერაქციული გამოფენა გაიმართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სასტუმრო "რედისონში" გამართულ გამოფენას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "მაკ-ჯორჯიასა" და "ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის" მიერ იყო ორგანიზებული, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ესწრებოდა.

"როგორც შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო  25 სახეობის დამხმარე საშუალებას გასცემს, როგორიცაა: მექანიკური, პედიატრიული და ელექტრო ეტლები, სმენის აპარატი,  

ფუნქციური საწოლი, კოხრეალური იმპლანტის პროცესორი, ხმის წარმომქმნელი აპარატი, პაციენტის სამედიცინო ამწე და სხვა.  ყოველწლიურად პროგრამით 1 000-მდე მოქალაქე სარგებლობს.

გამოფენაზე ერთ სივრცეში წარმოდგენილი იყო სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა და სხვა სფეროებში არსებული, შშმ პირთათვის მხარდამჭერი სერვისები და სერვისების პრეზენტაციები.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა გავრცელებული სერვისების გაცნობა, საჭიროების შემთხვევაში ინფორმირებული არჩევანის გაკეთების მიზნით",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics