02:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 17:50:06, 1451 ნახვა

რეგიონი
თეიმურაზ კახიძე - აჭარაში ბოლო მონაცემებით, გაზრდილია ვაკანსიების და სამუშაო ადგილების რაოდენობა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს,  სსიპ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კახიძემ დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე, მოხსენება გააკეთა სააგენტოს 2023 წლის პროგრამების მიმდინარეობის, გამოწვევებისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ, მათ შორის, დეპუტატებს ინფორმაცია გააცნო შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ და საზღვაო შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების შექმნასთან დაკავშირებით.

"2021 წელთან შედარებით, 2022 -2023 წელს ვაკანსიების რაოდენობა 10%-დეა გაზრდილი, ხოლო სამუშაო ადგილები დაახლოებით 16%-ით. რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებელს, გაზრდილია დაახლოებით 19%-ით. მოთხოვნის შესაბამისად, ასევე ფართოვდება სააგენტოს პროგრამები და პროგრამების დაფინანსება. მიმდინარე წელს დაემატა ორი ახალი პროგრამა: დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა სამუშაო იარაღებით უზრუნველყოფის გზით და ინფორმაციულ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმება-თვითდასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარება“, - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სააგენტოს ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კახიძემ.

სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილეებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2022 წლის ანგარიში“ და  სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის, ნინო ველთაურის მოხსენება - სააგენტოს ინფორმაცია შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics