20:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 14:03:11, 485 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია: ბრალდებული პოლიციელის გამოვლენა, ჩვენს მიუკერძოებლობაზე მიუთითებს

შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება, შსს–სა და პროკურატურის ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია.
მისივე შეფასებით, ფაქტი, რომ მოქმედი პოლიციელი შსს–ს ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შედეგად გამოვლინდა, შსს–ს მიუკერძოებლობას ცხადყოფს.  
 „პროკურატურამ ძალიან მნიშვნელოვანი და ინტენსიური საქმიანობა განახორციელა.  რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებას, შსს ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა პროკურატურასთან. შსს–ს მიერ მთელი რიგი ოპერატიულ–სამძებრო მოქმედებები იქნა განხორციელებული.  გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით სრულყოფილი შეფასება გააკეთა.  ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის  და ამასთან, მინისტრის კოორდინირებული მუშაობის შედეგი.  ეს იყო ერთგვარი გამოწვევა მისთვის და მთავარი ამოცანა, რომ მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩაიდო, რათა კონკრეტული ბრალდებული პირი გამოვლენილიყო. ეს ითქვა დნმ–ის ექსპერტიზაზე. ის ფაქტი, რომ მოქმედი პოლიციელი სწორედ შსს ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შედეგად გამოვლინდა, ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ ვართ პრინციპულები, მიუკერძოებლები და მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რათა თითოეულმა ადამიანმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს“,– აღნიშნა იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics