2023-05-22 10:58:59, 1427 ნახვა
რეგიონი
ქედის მერია ბათუმში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
ქედის მუნიციპალიტეტის მერია 19-21 მაისს, ბათუმში რიგით მე-14 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაზე - "EBIT 2023" -ში მონაწილეობდა.
ქედის მერიის ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: კულინარია, ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, ჩირის საწარმო "კერკის", "ფუტკრის სამყაროს" და "ძმები ავალიანების მარანის" პროდუქცია.
" ღონისძიებაში სამი დღის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ფოლკლორული ანსამბლები "ელესა", "იაგუნდი" და "კვარტეტი".
გამოფენაში 85 ქართული და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა კომპანია ,,Expo Batumi"-ის ორგანიზებით გაიმართა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),