16:44 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 11:08:32, 3075 ნახვა

Lifestyle
საქართველო ევროვიზია 2023-ის ფინალში ვერ გადავიდა - ვიდეო

ევროვიზიის ფინალში საქართველო კვლავ ვერ გავიდა. ლივერპულში გამართული შეჯიბრის მეორე ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვა მე-11 ნომერში წარსდგა მაყურებლის წინაშე, მან სიმღერა „ეხო“ შეასრულა.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ირუ მიუბრუნდა მაყურებელს: „გმადლობთ, ევროპა! საქართველო, მიყვარხარ! - თქვა მან.

მეორე ნახევარფინალში გასული 16 მონაწილედან ფინალში 10 გავიდა: ესტონეთი, ალბანეთი, კვიპროსი, ბელგია, ავსტრია, ლიტვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი და სლოვენია.

პირველი ნახევარფინალიდან ფინალში 13 მაისს ხორვატია, მოლდოვა, შვეიცარია, ფინეთი, ჩეხეთი, ისრაელი, პორტუგალია, შვედეთი, სერბეთი და ნორვეგია გავიდნენ. დიდი ხუთეული (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი) და შარშანდელი გამარჯვებული ქვეყანა (უკრაინა) ავტომატურად გადიან ფინალში.

ბოლოს საქართველომ ევროვიზიის ფინალში გასვლა 2016 წელს შეძლო. მაშინ ქვეყანას წარმოადგენდნენ ნიკა კოჩაროვი და ახალგაზრდა ქართველი ლოლიტასი სიმღერით "შუაღამის ოქრო".









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics