04:41 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 11:13:09, 1460 ნახვა

რეგიონი
ბათუმში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა

ბათუმში გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნა. რეგიონში მოქმედ გიდებს პროფესიული დღე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და აჭარის გიდების ასოციაციის მენეჯმენტმა მიულოცა. 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრა დეპარტამენტის მიერ რეგიონში დაგეგმილი და მიმდინარე ტურისტული პროექტების პრეზენტაციით დაიწყო. 

"გიდების ასოციაციამ 2022 წლის სამი საუკეთესო გიდი დააჯილდოვა და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია თემაზე „გიდის პროფესიის მნიშვნელობა და გამოწვევები“. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონში მოქმედ გიდებთან და ყოველწლიურად ანხორციელებს სხვადასხვა პროექტებს მათი ჩართულობით. ჯამში, დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამების ფარგლებში რეგიონში მოქმედი და დამწყები 100-ზე მეტი გიდი გადამზადდა სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების მიმართულებით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბაზაში რეგიონში მოქმედი 200-ზე მეტი გიდია ფიქსირებული", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics