19:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-17 18:09:57, 1665 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი ქარდავაზე - სუბიექტს წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ავდაცვის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ყოფილი უფროი, მეგი ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"მადლობას ვუხდი უკრანელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზედ ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის! საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს! ცნობილ სუბიექტს კი წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს. ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია!", - წერს თეა წულუკიანი.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. მეგის ქარდავა კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს. საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics