13:11 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-20 11:32:21, 968 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო

ვაქცინები იყო პრობლემა, შევძელით, ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი, ვიდრე იყო საჭირო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა მოუწოდა საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში.

„ვაქცინები იყო პრობლემა, შევძელით, ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი, ვიდრე იყო საჭირო, მილიონი ვაქცინა უკვე ჩამოვიდა 2 კვირის წინ. ასევე დაგეგმილია საჩუქრის გადმოცემა ამერიკის მთავრობისგან. გუშინ წინ შემოვიდა ნახევარი მილიონი დამატებით ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“. რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ჩვენი მოქალააქებისთვის, აცრილებში დაინფიცრების ალბათობა ძალიან დაბალია და სიკვდილიანობა, პრაქტიკულად განულებულია. ეს არის ერთადერთი პრაქტიკული დაცვა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ოჯახის წევრების და ამიტომ, გთხოვთ, რომ აქტიურად ჩააერთოთ ვაქცინაციის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics