2021-07-11 21:55:50, 978 ნახვა
კომენტარი
ჯეიმს აპატურაი - ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, მას შემდეგ, რაც ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია
ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.
როგორც აპატურაი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ლაშქარავას გარდაცვალება შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის.
„ქართველი ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც. დემოკრატიებში უმცირესობები დაცულია, მედია დაცულია, სიტყვის თავისუფლება დაცულია. ეს არის ევროატლანტიკური ღირებულებები. არც ერთი ინსტიტუცია, ან ორგანიზაცია არ არის გათავისუფლებული ამ პასუხისმგებლობისგან“, - წერს აპატურაი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,